პროექტირება და ფოლადის კონსტრუქციის თავისებურებები

პროექტირება და ფოლადის
კონსტრუქციის თავისებურებები

დიზაინის პრინციპები

სათბური, რომელიც უნდა მოეწყოს გათვლილია თურქმენეთის კლიმატურ პირობებზე, ღარის ქვემოთ 5მ სიმაღლეზე, 9.6 მ განივად და 7.45მ სიმაღლეზე და წარმოადგენს თანამედროვე სათბურს სადაც მიმდინარეობს უწყვეტად სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანა.სასათბურე სისტემა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს  უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს  და იწარმოება მოთხოვნის მიხედვით  სპეციალური დანიშნულების  გალვანიზირებული  პროფილებისაგან,  მთლიანად მოდულურია და გადაბმულია ჭანჭიკების გამოყენებით.

სასათბურე სისტემები, სტრუქტურული დიზაინისა და კონსტრუქციული თავისებურებების თვალსაზრისით მზადდება ევროპული სტანდარტების  სათბურის დიაზინის TS-EN/13031 კრიეტრიუმის შესაბამისად, რომელიც მდგრადია კოროზიისა და ჟანგის მიმართ და დიდხანს ძლებს.

სათბურის ინტერიერის დიზაინი და გათბობის სისტემა სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის  მოთხონებს, რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებს პროფესიონალი ინჟინრებით დაკომპლექტებული კადრი  თერმოდინამიკისა და თბოგადაცემის დარგში.

ჩვენი სათბურები იქმნება კომპიუტერული პროგრამის “structural analysis program”(SAP2000) გამოყენებით,შექმნილია 3D ფორმატში, რეალური ზომებისა და ჭრილების გათალისწინებით.ასევე სათბურები გადის დატვირთვასთან დაკავშირებით  შემოწმებას, როგორიცაა  ქარის სიძლიერე, გადახურვების  წვმითა და თოვლით დატვირთვა და ა.შ

საძირკველი

ნიადაგის სტრუქტურის მიხედვით, ხორციელდება  80-100 სმ სიღრმეზე საძირკვლისათვის  ორმოების გათხრა, სადაც თავსდება 50×50 ზომის 50 სმ სისქის კოლონები. საძირკვლის თხრილებზე  ასხავენ  25×25 ზომის 60 სმ სიმაღლზე  ბეტონს. სათბურის კოლონები უკავშირდება ერთმანეთს  30 სმ-იანი მიწისზედა ბეტონის   კოჭით, შუა კოლონები გამაგრებულ იქნება 70×70 ანკერის პროფილებით.

კოლონები

კოლონები  ზომებით 80 × 80 მმ , კედლის სისქე 2 მმ,  სპეციალურად  გამოიყენება რათა  გაუძლოს  დატვირთვას, მოღუნვას, ქარს. იმ ადგილებშიც, სადაც კედლის სისქე მატულობს, სიმეტრიულად არის განლაგებული პროფილის გვერდითი ზედაპირების შუა წერტილებზე. პროფილის კუთხეები მომრგვალებულია. ამრიგად, იგი 5 – ჯერ უფრო მდგრადია მოღუნვისა და ვერტიკალური დატვირთვის მიმართ, ვიდრე ჩვეულებრივი კოლონის პროფილები.

სახურავის პროფილები

დატვირთვა დაყოფილია 5 თანაბარ სექციად კოლონების თავებზე და დატვირთვა  თანაბრად ნაწილდება სათბურის სვეტებზე, რომლისთვისაც გამოყენებულია 10 ც ბადისებრი პროფილი. სახურავის პროფილის 2 წერტილიდან განივად ეშვება კოლონებისკენ პროფილები ისე ,რომ სვეტები თანაბრად ანაწილებენ დატვირთვას.

სპეციალურიად შერჩეულია  D ფორმის სახურავის პროფილები,  რაც ზრდის  ვერტიკალური დატვირთვის მიმართ მდგრადობას და უზრუნველყოფს მინიმალურ კონტაქტს პლასტიკისაგან დამზადებულ გადახურვასთან.ამგვარად  არ ზიანდება პლსატიკის გადახურვა და პროფილს სძენს  უფრო მეტ  სიმტკიცესა და გამძლეობას. დატვირთვისა და დაჩრდილვის ზედაპირის გათვლით შერჩეულია D ფორმის ლენტური პროფილების კოჭები ზომებით  50×60.

სახურავის პროფილის კონსტრუქციაში დატვირთვა  დაყოფილია  5 თანაბარ ნაწილად და ყველა გადაბმა დაფიქსირებულია დატვირთვის ბალანსის ადგილებში. ამგვარად  სათბური მთლიანობაში ერთმანეთთან დაკავშირებულია სტატიკურად და დატვირთვას უძლებს მთლიანობაში. სახურავის პროფილებისათვის შერჩეულია Q27 პროფილები, რომელიც გამოთვლილ იქნა  დატვირტვისა და  დაჩრდილილვის ზედაპირის გათვალისწინებით.

სახურავის პროფილების ქვეშ გამავალი  პროფილები,  მრგვალ პროფილებს  წარმოადგენს.  აღნიშნული ნაწილი ქმნის პრობლემას შტორების სისტემის მონტაჟისა და იზოლაციის სისტემის გაკეთებისას. სახურავის პროფილების ქვეშ გამავალი  პროფილების სისტემა ოვალური ფორმისაა. ოვალური პროფილები ჰორიზონტალურ სიბრტყეზე უფრო სტატიკურია, ვიდრე მრგვალი სექციები.გამოყენებული ოვალური სექციის ზომებია 40×25 .

განივი კოჭები და გვერდითი სვეტები

თანამედროვე ინოვაციური საინჟინრო დიზაინის წყალობით გვერდითი მზიდი სვეტები, წარმოადგენენ მთავარ მზიდ პროფილებს, რომელზედაც მოდის დატვირთვა და გადაეცემა  სვეტებს.ძირითადად  პროფილებზე პლასტმასის საფარის მონტაჟისათვის გამოიყენება  ბოლტები ან ხდება მათი დადუღება და შემდეგ პროფილებზე პლასტიკატის სახურავის დაყენება. ჩვენს სისტემაში, პლასტიკის  საფარის დასაჭერად დასამონტაჟებელი კლიფსები განლაგებულია იმავე პროფილზე, რაც უფრო პრაკტიკულს და ხესაყრელს ხდის .

აღნიშნული ფორმა მნიშვნელოვნად აიოლებს  სამონტაჟო სამუშაოებს, ეკონომიურია და სწრაფად სრულდება მონტაჟი. აგრეთვე ხელსაყრელია ბადის გამოსაყენებლად და დასამონტაჟბლად.განივ კოჭებს  აქვს მორკალული პროფილები ზომით  40×50 , რომელბიც განლაგებული 3 რიგად სათბურის გასწვრივ. იგი უფრო მტკიცეა ვიდრე სხვა მისი ანალოგები და ძნელად განიცდის დეფორმირებას.

ფანჯრის სახელურის პროფილები

სასათბურე მეურნეობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს  სათბურის ვეტილაცია და  პროპორციული ტენიანობა. სათბურის ფარდობითი ტენიანობა უნდა იყოს 60-70%. უფრო მეტი ტენიანობა დააჩქარებს მცენარის ზრდას და  შეაჩერებს ფესვების  განვითარებას .  დაბალი ფარდობოთი ტენიანობა არ არის სასურველი. დაბალი ტენიანობა აორთქლებას აჩქარებს. იმისათვის, რომ  გაკონტროლდეს კარგად ტემპერატურა და ტენიანობა სათბურში, იატაკის ფართობის მიხედვით სათბურის ფანჯრებს უნდა ჰქონდეს 40 % სავენტილაციო ღიობები.

ამიტომ საჭიროა, რომ სათბურს ჰქოდეს  ზომით დიდი ფანჯრები. ფანჯრის პროფილები უნდა იყოს მდგრადი ქარისა და ვიბრაციის მიმართ,ნებისმიერი   დატვირთვის დროს. ფანჯრის პროფილი კოჭის პროფილივით,  ნახევრად ოვალური ფორმისაა, რომელიც უზრუნველყოფს  მინიმალურ კონტაქტს პლასტიკის საფართან და გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით. გახსნისა და დახურვის სისტემა ავტომატურად ხორციელდება რედუქტორიანი ძრავით.

სათბურის ფანჯრებში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ფანჯრის სახელურების დეფორმაცია და ღერძებიდან ამოვარდნაა.  ამიტომ,  ფანჯრის სახელურები მოთავსდა ყოველ 1,5 მეტრში, ნაცვლად იმისა, რომ მოთავსებულიყო 3 მეტრი დისტანციით.ფანჯრებში გადახრის, აცდენის პრობლემების გადაჭრა მოხერხდა  გადატვირთვის წერტილებიდან დიაგონალების განთავსებით. ნახევრად ოვალური ფანჯრის პროფილები არის 2 მ სიმაღლის ზომებით  30×40.

დამჭიმავი პროფილები

დამჭიმავი საქარე პროფილები სათბურებში  ძირითადად მზადდება მილის პროფილებისგან. ჰორიზონტალური და არააქსიალური კუთხით, ოვალურ პროფილები,   მრგვალ პროფილებზე უფრო მოხერხებული და მტკიცეა.  სვეტები და სახურავი მდგრადია ქარის  მიმართ.ჩვენი სისტემა დამატებით სახურავის პროფილებთან ერთად სახურავის  მჭიდი კოჭების მეშვეობით მდგრადია ქარის მიმართ. ქარის სხვადასხვა მიმართულების წინააღმდეგ სტატიკური სიხისტე უზრუნველყოფილია გვერდითი და შიდა სვეტების, სახურავის  ლილვაკების სისტემის მეშვეობით.

წყალსადენი ღარი შუასადებით

წყალსადენი  ღარები მზადდება მრავალსაფეხურიან  გადახვევის აპარატებზე, რათა გაუძლოს კონსტრუქციის  დატვირთვას და უზრუნველყონ  წვიმის წყლის შეუფერხებლად გადინება.მას აქვს უნიკალური ფორმა, რომლის წყალობითაც სათბურიდან გარეთ გააქვს წყალი. უზრუნველყოფს მცენარეთა დაავადებებისაგან  დაცვის გარემოს.ღარების პირის სიგანე 50 სმ და არის ღრმა კონსტრუქციის, რომლის წყალობითაც უზრუნველყოფს დიდი ოდენობით წყლის გადატანას.

უსაფრთხოების კლიტით პლასტიკური ბლოკირების სისტემა

პოლიეთილენის საფარი, რომელიც დამზადებულია ჩვენი კომპანიის მიერ  სპეციალური განივი დამჭერი პროფილებისაგან, თვითჩამკეტი საკეტებით ფანჯრის პროფილებით კონსტრუქციის  დამონატაჟების შემდეგ,როემლიც  შედგება ორი ნაწილისაგან  ერთმანეთის ჩამკეტი PVC დამჭერებით-კლიფსებით. აღნიშნული კლიფსები-დამჭერები აადვლებენ რა სამონტაჟო სამუშაოებს, ახანგრძლივებს  საფარის მოხმარების პერიოდს და ორმხრივი  ქარის მიმართ მტკიცეა, ასევე არ უშვებს წყალს.  კლიფსების სისტემის წყალობით დასაშვებია   სათბურის მთლიანი ზედაპირის ჰაერით შევსება  და თბოიზოლაციის უზრუნველყოფა. ჩამკეტი, ბლოკირების კლიფსების სისტემა გამოირჩევა ქარის დროს სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფით.   კლიფსების სისტემა ფართოდ გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში  სასათბურე მეურნეობის სექტორში.

გალვანიზირებული პლასტიკური ტიხრის სისტემა

გრძელ სათბურებში, პოლიეთილენის საფარი ძლიერ ქარს ვერ უძლებს და იხევა. ქარის დროს  წნევის შესამცირებლად  და  საფარის დაზიანების თავიდან არიდების მიზნით გამოიყენება ორიანი კლიფსები, რომელთა მეშვეობითაც  სახურავისა და ფანჯრის პლასტიკისაგან დამზადებული  გადახურვა ორად იყოფა.აღნიშნული კი  აადვილებს პლასტიკისაგან დამზადენული  გადახურვის ინსტალაციას, შეცვლასა და შეკეთებას და მინიმუმამდე ამცირებს მის დაზიანებას.

სახურავის სავენტილაციო სისტემა

სათანადო ვენტილაციისთვის საჭიროა სათბურის უზრუნველყოფა  ზედა  გამწოვით, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება  სათბურის შიდა ჰაერის ნაკადის სიჩქარის შეცვლა სუფთა ჰაერით 1 წუთის განმავლობაში.სათბური უზრუნველყოფილია 2 ცალი 4 მეტრი სიგანის   butterfly-ის  მოდელის  სავენტილაციო სისტემით,  რომელიც უზრუნველყოფს 40%-იან ვენტილაციას.  აღნიშნული მოდელი  უზრუნველყოფს ეფექტურ ვენტილაციასა დ კლიმატ კონტროლს. სისტემა უზრუნველყოფილია სპეციალური  წარმოების ანჯამით  ხახუნის და ენერგიის დანაკარგები მინიმუმამდეა დაყვანილი. სისტემა მუშაობს რედუქტორიანი ძრავით რომელიც თავსებადია  კომპიუტერულ  ავტომატიზაციასთან. სავენტილაციო სისტემა ირთვება და ითიშება კომპიუტერული ავტომატიზაციის მეშვეობით, ტენიანობის, სითბოს, ქარის სიჩქარის, ქარისა და წვიმის მიმართულების სენსორების მიერ აღებული მონაცემების შესაბამისად. გაზომვების შესაბამისად.

სამაგრები

შექმნილია სპეციალური ყალიბების, დადუღების აპარატის გამოყენების გარეშე ხამუთები, რომელიც გამოიყენება სათბურში სხავდასხავა ნაწილების გადასაბმელად და შესაერთებლად სამონტაჟო სამუშაოებოს შესრულებისას.   კონექტორები არის სხვადასხვა დანიშნულების, აქვთ მრავალი ფუუნქცია და ძალზედ პრაქკტიკულია.  ყველა ქანჩი და ჭანჭიკი, რომელიც  გამოიყნება მონტაჟის დროს,  არის გალვანიზირებული და აუცილებლად ბოჭკოებიანი  რათა ვიბრაციის დროს არ მოეშვას ისინი. ჭანჭიკების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება გადასაბმელად დამზადებულია DIN-931, DIN-933, DIN-985, DIN- 125, DIN7504N და DIN-934 ფოლადისაგან.   ყველა ხამუთს, რომლესაც ჩვენ ვაწარმოებთ  დამზადებულია 2მმ სისქის გალვანიზირებული მეტალისაგან და გათვლილია დატვირთვის თანაბარად გადანაწილებისათვის გადაბმის ადგილას.

კარებები

კარებები, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ დაფარულია  პოლიკარბონით, ჩაყენებული  საკეტით, EPDM რეზინის  შუასადებით.  კარების ჩარჩო დამზადებულია გალვანიზირებული ფოლადისაგან, მოძრაობის სისტემა სლაიდური სისტემით ორ მიმართულებიანი არის.კარის სიგანე 3მ სიმაღლე 3 მ.

სასუქის ავტომატიზაციისა და სადეზინფექციო ოთახი

ეს გახლავთ  9 მ სიგანის, სიღრმე 3 მ  27 მ2 ოთახი, რომელსაც აქვს პოლიკარბონით დაფარული დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, სადაც განთავსებულია  ავტომატიზაციის  აპარატურა სასუქის რეზერვუარები,მეტეოროლოგიური სადგური, ელექტრო გამანაწილებელი ფარები, საშხეფების  წნევაზე მომუშავე ტუმბოები, ასევე კარადა სადაც ინახება  სასუქი და ქიმიური ნივთიერებები, აგრეთვე  ეს არის განყოფილება, სადაც თანამშრომლებს და სტუმრებს შეუძლიათ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დეზინფიცირება.