მცენარეთა შეკიდვისა და სადრენაჟო სისტემა
სანიაღვრე ღარი სათბურში მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული ერთ მთლიან ნაწილად, რომელიც მზადდება ფოლადის ფირფიტისაგან. სანიაღვრე ღარის მოსაწყობად გამოიყენება სპეციალური საღუნი დანადგარი, რომელიც აძლევს მას ფორმას. ვინაიდან ღარი ერთ მთლიან ნაწილს წარმოადგენს ამიტომ არ ვაწყდებით წყლის გაჟონვის პრობლემებს. ფოლადის ფირფიტა არის გალვანიზირებული და იგი მდგრადია კოროზიისა და დაჟანგვის მიმართ, ამიტომ მისი მოხმარება დასაშვებია ხანგრძლივი დროის გაანმავლობაში. ვინაიდან სანიაღვრე ღარი საკიდი სისტემით არის დაშორებული მიწიდან , იგი აადვილებს მცენარეთა მოვლას და უზრუნველყოფს უსაფრთხო ტენიანობისა და დაავადებების კონტროლის განხორციელებას . ცივი ამინდი მოქმედებს ნიადაგზე და აციებს მას,რაც უარყოფითად მოქმედებს მცენარეთა ფესვებზე. სათბურში ნიადაგის დონიდან სიმაღლზე მცეარეთა განთავსება იდელურ გარემოს უქმნის მცენარეს განვითარებისათვის.
სადრენაჟო ღარი უზრუნველყოფს გამოჟონილი სასუქიანი წყლის შგროვებას და გადამუშავებას. სანიაღვრე სისტემა, დამზადებულია სპეციალურად ისე რომ სადრენაჟო წყლის გადმოღვრა ხორციელდება გვერდებიდან რაც ხელს უშლის მცენარეთა დაავადებების გავრცელებას.
იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სარეველა ბალახის გავრცელება და სანიტარული პირობების უზრუნველყოფა, სათბურში ძირს გაფენილ უნდა იქნას სპეციალური საფარი. 600×0,6მმ გალვანიზირებული ფირფიტისაგან წარმოებული ღარი სათბურში ერთ მთლიან ნაწილად არის გამოყენებული. ღარები 9.6 მ დაშორებით 6 რიგად არის განლაგებული.